შავი ზღვის სანაპირო

პირველი დღე დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსპორტირება სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში

მეორე დღე საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ძველ თბილისში.

ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება: თბილისი საქართველოს დედაქალაქია და მისი უდიდესი ქალაქია. ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა V-ე საუკუნეში დაარსა, VI-ე საუკუნეში კი საქართველოს დედაქალაქად აქცია. თბილისი გამორჩეული ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თქვენ ეწვევით სამების საკათედრო ტაძარს, რომელიც ათასწლეულის ნაგებობად არის მიჩნეული. სამების ტაძარი უდიდესი მართმადიდებლური საკათედრო ტაძარია საქართველოსა და მთელს კავკასიაში, რომელიც ჯვარედინ–გუმბათოვანი და ცენტრალურ–გუმბათოვანი სისტემის ერთობლივ სინთეზს ქმნის. ეწვევით ღვთისმშობლის სახ. მეტეხის ტაძარს, რომელიც V-ე საუკუნეში დაარსდა, ხოლო XIII–ე საუკუნეში მოხდა მისი რესტავრაცია.შემდეგ ექსკურსია აბანოთუბანსა და ნარიყალას ციხეს (IVს) ქალაქის ერთ–ერთი უძველესი ციხე. შემდეგ შარდენის ქუჩის გავლით გასეირნება ვიწრო ქუჩებში, რომელთა გასწვრივ განლაგებულია ხალიჩებისა და სუვენირების მაღაზიები. მოვინახულებთ სიონს (VI-VIIს.ს) და ანჩისხატს (VIს). შემდეგ ექსკურსია ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ძველი ტრადიციული სახლების და კოშკების ნიმუშებია წარმოდგენილი. უკან დაბრუნებისას გამოვივლით რუსთაველის გამზირზე და ვეწვევით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სადაც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში და დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში


მესამე დღე საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით უძველეს დედაქალაქში ქუთაისში.

ქუთაისი მეორე უდიდესი ქალაქია საქართველოში, რომელიც მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი დაახლოებით 40 საუკუნის წინ დაარსდა და წარსულში ქართული სახელმწიფროებრივი ერთეულის კოლხეთის დედაქალაქი იყო, სწორედ მას უკავშირდება ცნობილი მითი არგონავტებსა და ოქროს საწმისზე. ეწვევით ბაგრატის ტაძარს (XI–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა) და გელათის მონასტერს (XII–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა). სადილი ქართულ ტრადიციულ რესტორანში. შემდეგ ესტუმრებით მოწამეთა მონასტერს რომელიც ასევე კლდის პირას არის აგებული. შემდეგ ექსკურსია სათაფლიის კალსტრულ ღვიმეში, იგი ცნობილია იმით რომ აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი. დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა ქუთაისში


მეოთხე დღე საუზმის შემდეგ ბათუმში გამგზავრება.

სუბტროპიკული ლანდშაპტების ნახვა, ციტრუსების და ჩაის პლანტაციების დათვალიერება. სასტუმროში განთავსება.
ღამის თევა ბათუმში


მეხუთე დღე

საუზმის შემდეგ ექსკურსია ,,მწვანე კონცხი“, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.) ბერძნულ–რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. ვახშამი ტრადიციულ ქართულ რესტორანში დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა ბათუმში


მეექვსე დღე

საუზმის შემდეგ თბილისში გზად კლდეში ნაკვეტი ქალაქი უფლისციხის მონახულება. უფლისციხე კავკასიის ერთ–ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეების) ხანაში. დაბრუნება თბილისში სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში


მეშვიდე დღე საუზმის შემდეგ ექსკურსია საქართველოს უძველეს დედაქალაქში მცხეთაში.

(UNESCO-ს მემკვიდრეობა). მცხეთა საქართველოს უძველეს დედაქალაქსა და მის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა (ქალაქი 3000 წლისაა). ეწვევით ჯვრის მონასტერს (VI საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც XI–ე საუკუნეში აშენდა და რომელშიც ქრისტეს კვართია დამარხული. ორივე ტაძარი UNESCO–ს მემკვიდრეობას წარმოადგენს. სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში. შემდეგ ექსკურსია შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში რომელიც აშენდა შუა საუკუნეების პერიოდში. დაბრუნება თბილისში სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში

მერვე დღე საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი აეროპორტამდე.


ფასში შედის

• ღამისთევა სასტუმროებში
• ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
• ტრანსფერი აეროპორტი /სასტუმრო/აეროპორტი
• გიდის მომსახურება
• კვება რესტორნებში საუზმე სასტუმროში
• მუზეუმის ბილეთები

ფასში არ შედის

• თვითფრინავის ავიაბილეთები
• სამგზავრო დაზღვევა
• სხვა ალკოჰოლური სასმელები
• სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომერი

დაგვიკავშირდით

ალ.ყაზბეგის გამზირი N19
iconiconicon
591 24 77 37
599 28 89 04
FreeCurrencyRates.com

ამინდის პროგნოზი

img ბორჯომი 0 - 8 °C
img ბაკურიანი -4 - 1 °C
img ბათუმი 11 - 16 °C
img თბილისი 2 - 4 °C
შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით