დაუვიწყარი 10 დღე საქართველოში

პირველი დღე - თბილისში ჩამოსვლა დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრანსპორტირება სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში

მეორე დღე - საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ძველ თბილისში. ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება: თბილისი საქართველოს დედაქალაქია და მისი უდიდესი ქალაქია. ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა V-ე საუკუნეში დაარსა, VI-ე საუკუნეში კი საქართველოს დედაქალაქად აქცია. თბილისი გამორჩეული ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თქვენ ეწვევით სამების საკათედრო ტაძარს, რომელიც ათასწლეულის ნაგებობად არის მიჩნეული. სამების ტაძარი უდიდესი მართმადიდებლური საკათედრო ტაძარია საქართველოსა და მთელს კავკასიაში, რომელიც ჯვარედინ–გუმბათოვანი და ცენტრალურ–გუმბათოვანი სისტემის ერთობლივ სინთეზს ქმნის. ეწვევით ღვთისმშობლის სახ. მეტეხის ტაძარს, რომელიც V-ე საუკუნეში დაარსდა, ხოლო XIII–ე საუკუნეში მოხდა მისი რესტავრაცია.შემდეგ ექსკურსია აბანოთუბანსა და ნარიყალას ციხეს (IVს) ქალაქის ერთ–ერთი უძველესი ციხე. შემდეგ შარდენის ქუჩის გავლით გასეირნება ვიწრო ქუჩებში, რომელთა გასწვრივ განლაგებულია ხალიჩებისა და სუვენირების მაღაზიები. მოვინახულებთ სიონს (VI-VIIს.ს) და ანჩისხატს (VIს). შემდეგ ექსკურსია ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ძველი ტრადიციული სახლების და კოშკების ნიმუშებია წარმოდგენილი. უკან დაბრუნებისას გამოვივლით რუსთაველის გამზირზე და ვეწვევით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სადაც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში და დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში

მესამე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით ქ. ქუთაისში. გზად შეჩერდებით კერამიკის ბაზარზე, სადაც ტურისტი ნახავს თუ როგორ ამზადებს ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა საოჯახო ხელნაკეთ კერამიკულ ნივთებს. განვაგრძობთ გზას ქუთაისისკენ. ქუთაისი მეორე უდიდესი ქალაქია საქართველოში, რომელიც მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი დაახლოებით 40 საუკუნის წინ დაარსდა და წარსულში ქართული სახელმწიფროებრივი ერთეულის კოლხეთის დედაქალაქი იყო, სწორედ მას უკავშირდება ცნობილი მითი არგონავტებსა და ოქროს საწმისზე. ეწვევით ბაგრატის ტაძარს (XI–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა) და გელათის მონასტერს (XII–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა). შემდეგ საუზმე ქართულ ტრადიციულ რესტორანში. შემდეგ ეწვევით მოწამეთა მონასტერს რომელიც ასევე კლდის პირას არის აგებული. შემდეგ ექსკურსია სათაფლიის კასტრულ მღვიმეში, იგი ცნობილია იმით რომ აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი. ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში და დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა ქუთაისში

მეოთხე დღე - საუზმის შემდეგ გამგზავრება ბორჯომში. თვენ შეჩერდებით ბუნებრივი ბორჯომის წყლის დასაგემოვნებლად. თავისუფალი დრო დაეთმობა ექსკურსიას ბორჯომის პარკში გასასეირნებლად. გასინჯავთ ,,ბორჯომის“ ბუნებრივ მინერალურ წყალს. შემდეგ ეწვევით ქართულ ტრადიციულ რესტორანს. შემდეგ ექსკურსია სამთო–სათხილამურო კურორტზე ბაკურიანში სადაც გაეცნობით სამთო–სათხილამურო კურორტს. შემდეგ გავემგზავრებით ახალციხეში. განთავსება სასტუმროში.
ღამის თევა ახალციხეში

მეხუთე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით ვარძიაში გზად დაათვალიერებთ ხერთვისის ციხეს (IX–Xსს). ვარძია კლდეში ნაკვეთი კომპლექსია, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და XII– XIII საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი გიორგი მესამის და თამარ მეფის მეფობის პერიოდში აშენდა და გეგმის მიხედვით უნდა ყოფილიყო ქალაქი–ციხე, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა როგორც კარგად გამაგრებული მონასტერი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სულიერ ცხოვრებაში. კომპლექსის შუა გულში ვნახავთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, უამრავი ფრესკებითა და ხატებით. დაბრუნება თბილისში.
ღამის თევა თბილისში

მეექვსე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ საქართველოში. მეღვინეებით განთქმულ კახეთის რეგიონში. დღეს ჩვენ ღვინის სადეგუსტაციო ტურს მოვაწყობთ კახეთის რეგიონში. ექსკურსია წინანდლის ღვინის სარდაფს და ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში. თელავის ღირშესანიშნაობები. თელავი კახეთის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. პირველი არქეოლოგიური აღმოჩენები თელავში ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ექსკურსია მეფე ერეკლე მეორეს რეზიდენციაში. შემდეგ სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში შემდეგ ექსკურსია შუამთის მონასტერში (IV-XVI სს). შუამთა ერთი კომპლექსია, რომელიც სამი სხვადასხვა საუკუნეში აგებული ტაძრისაგან შედგება: იყალთოს მონასტერი იმ დროისთვის უდიდესი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი V-ე საუკუნეში დაარსდა. თქვენ გექნებათ (სურვილისამებრ) მისასალმებელი სადილი თელავის რესტორან ,,კახურ ეზოში“. აქ გაეცნობით ქართული პურის ცხობას, ჩურჩხელის, მწვადის და ხინკლის დამზადების ტრადიციას, გასინჯავთ სამი სახეობის ღვინოს და ყველაზე ცნობილი ქართული კერძების დამზადების პროცესში შეძლებთ შეადაროთ ისინი ერთმანეთს. (30 $ ერთი ადამიანი. ფასში შედის სადილი ღვინო და ,,მასტერ კლასი“ ქართულ სამზარეულოში).
ღამისთევა თელავში

მეშვიდე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით ბოდბის მონასტერში. 1 ივნისს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს. მისი საფლავი სწორედ აქ, კახეთის რეგიონში, ბოდბის მონასტერშია. წმ. ნინო და მისი ვაზის ჯვარი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთ ყველაზე მოკრძალებულ წმინდანად და ქართული ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცა. შემდეგ ექსკურსია სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში. სიღნაღი ყველაზე პატარა ქალაქი–მუზეუმია მთელს საქართველოში, რომელიც თავისი ღვინითა და ტრადიციული ხალიჩებით არის ცნობილი. მოვინახულებთ სიღნაღის მუზეუმს სადაც წარმოდგენილი არის არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. მუზეუმის ერთ–ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას კი ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია წარმოადგენს. შემდეგ ეწვევით ქართულ ტრადიციულ რესტორანს. შემდეგ კი დავბრუნდებით თბილისში.
ღამის თევა თბილისში

მერვე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით საქართველოს უძველეს დედაქალაქში. მცხეთაში. (UNESCO-ს მემკვიდრეობა).მცხეთა საქართველოს უძველეს დედაქალაქსა და მის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა (ქალაქი 3000 წლისაა). იხილავთ ჯვრის მონასტერს (VI საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც XI–ე საუკუნეში აშენდა და რომელშიც ქრისტეს კვართია დამარხული. ორივე ტაძარი UNESCO–ს მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამის შემდეგ ეწვევით ქართულ ტრადიციულ რესტორანს შემდეგ ექსკურსია შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში რომელიც აშენდა შუა საუკუნეების პერიოდში. შემდეგ გავემგზავრებით ყაზბეგში.
ღამისთევა ყაზბეგში

მეცხრე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ მოინახულებთ გერგეთის სამების ტაძარს. ტაძარი 2170 მეტრზეა აგებული. აქედან შესაძლებელია თვალი მოკრათ კავკასიის უმაღლეს ყაზბეგის მთას (5047მ). და დატკბეთ არაჩვეულებრივი ბუნებით და ხედებით მოეწყობა პიკნიკი ბუნებაში. შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.
ღამის თევა თბილისში

მეათე დღე - საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი აეროპორტამდე.



ფასში შედის
• ღამისთევა სასტუმროებში
• ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
• ტრანსფერი აეროპორტი /სასტუმრო/აეროპორტი
• გიდის მომსახურება
• კვება რესტორნებში და ბუნებაში, საუზმე სასტუმროში
• მუზეუმების ბილეთები

ფასში არ შედის
• თვითფრინავის ავიაბილეთები
• სამგზავრო დაზღვევა
• სხვა ალკოჰოლური სასმელები
• სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომერი

დაგვიკავშირდით

ალ.ყაზბეგის გამზირი N19
iconiconicon
591 24 77 37
599 28 89 04
FreeCurrencyRates.com

ამინდის პროგნოზი

img ბორჯომი 0 - 8 °C
img ბაკურიანი -4 - 1 °C
img ბათუმი 11 - 16 °C
img თბილისი 2 - 4 °C
შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით