UNESCO მემკვიდრეობა

თბილისი

პირველი დღე - დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსპორტირება სასტუმროში და განთავსება. თავისუფალი დრო თბილისში გასეირნება, ვახშამი ტრადიციულ ქართულ რესტორანში, დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში

თბილისი
მეორე დღე


Tbilisi



- ექსკურსია ძველ თბილისში. ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება: თქვენ ეწვევით სამების საკათედრო ტაძარს, რომელიც ათასწლეულის ნაგებობად არის მიჩნეული. სამების ტაძარი უდიდესი მართმადიდებლური საკათედრო ტაძარია საქართველოსა და მთელს კავკასიაში. ეწვევით ღვთისმშობლის სახ. მეტეხის ტაძარს, რომელიც V-ე საუკუნეში დაარსდა, ხოლო XIII–ე საუკუნეში მოხდა მისი რესტავრაცია. ექსკურსია აბანოთუბანსა და ნარიყალას ციხეს (IVს) ქალაქის ერთ–ერთი უძველესი ციხე. შარდენის ქუჩის გავლით გასეირნება ვიწრო ქუჩებში, რომელთა გასწვრივ განლაგებულია ხალიჩებისა და სუვენირების მაღაზიები. ეწვევით სიონს (VI-VIIს.ს) და ანჩისხატს (VIს). ექსკურსია ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ძველი ტრადიციული სახლების და კოშკების ნიმუშებია წარმოდგენილი. უკან დაბრუნებისას რუსთაველის გამზირით, ეწვევით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სადაც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა თბილისში

მცხეთა - ჯვრის მონასტერი - სვეტიცხოველი - შიომღვიმე
მესამე დღე



- ექსკურსია საქართველოს უძველეს დედაქალაქში მცხეთაში. (UNESCO-ს მემკვიდრეობა).მცხეთა საქართველოს უძველეს დედაქალაქსა და მის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა (ქალაქი 3000 წლისაა). ეწვევით ჯვრის მონასტერს (VI საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც XI–ე საუკუნეში აშენდა და რომელშიც ქრისტეს კვართია დამარხული. ორივე ტაძარი UNESCO–ს მემკვიდრეობას წარმოადგენს. ექსკურსია შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში რომელიც აშენდა შუა საუკუნეების პერიოდში. დაბრუნება სატუმროში.
ღამის თევა თბილისში

ქუთაისი - ბაგრატის ტაძარი - გელათის მონასტერი - მოწამეთა მონასტერი
მეოთხე დღე - გამგზავრება ქ. ქუთაისში.



გზად შეჩერდებით კერამიკის ბაზარზე, სადაც თქვენ ნახავთ თუ როგორ ამზადებს ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა საოჯახო ხელნაკეთ კერამიკულ ნივთებს. ჩასვლა ქუთაისში და განთავსება სასტუმროში. ქუთაისი მეორე უდიდესი ქალაქია საქართველოში, რომელიც მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი დაახლოებით 40 საუკუნის წინ დაარსდა და წარსულში ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულის კოლხეთის დედაქალაქი იყო, სწორედ მას უკავშირდება ცნობილი მითი არგონავტებსა და ოქროს საწმისზე. ეწვევით ბაგრატის ტაძარს (XI–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა) და გელათის მონასტერს (XII–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა). ეწვევით მოწამეთა მონასტერს რომელიც ასევე კლდის პირას არის აგებული. დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა ქუთაისში

სათაფლიის მღვიმე - მესტია/
მეხუთე დღე




- ექსკურსია სათაფლიის მღვიმეში, იგი ცნობილია იმით რომ აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი. გამგზავრება მესტიაში სვანეთის რეგიონი, მდინარე ენგურის ხეობა. მესტია ქართული ხუროთმოძრვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ–ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XII-XIV ს.ს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს. დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა მესტიაში

უშგული
მეექვსე დღე - გამგზავრება უშგულში
.



უშგული ევროპაში უმაღლესი დასახლებული პუნქტია, იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი არქიტექტურა და ხელუხლებელი ბუნება, ულამაზესი ხედები, სვანური კოშკები, მას აქცევს მუზეუმად ღია ცის ქვეშ. დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა უშგულში


თბილისი
მეშვიდე დღე



- გამგზავრება თბილისში გამოსამშვიდობებელი ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში აქ თქვენ ნახავთ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს და მოუსმენთ ქართულ სიმღერას. დაბრუნება სატუმროში.
ღამის თევა თბილისში

მერვე დღე - ტრანსპორტირება აეროპორტამდე.


ფასში შედის


• ღამისთევა სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო
• ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
• ტრანსპორტირება აეროპორტი /სასტუმრო/აეროპორტი
• გიდის მომსახურება
• სადილი ვახშამი რესტორნებში, საუზმე სასტუმროში
• მუზეუმის ბილეთები

ფასში არ შედის

• თვითფრინავის ავიაბილეთები
• სამგზავრო დაზღვევა
• სხვა ალკოჰოლური სასმელები
• სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომერი

დაგვიკავშირდით

ალ.ყაზბეგის გამზირი N19
iconiconicon
591 24 77 37
599 28 89 04
FreeCurrencyRates.com

ამინდის პროგნოზი

img ბორჯომი 0 - 8 °C
img ბაკურიანი -4 - 1 °C
img ბათუმი 11 - 16 °C
img თბილისი 2 - 4 °C
შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით