დაუვიწყარი 9 დღე საქართველოში

• პირველი დღე

• თბილისში ჩამოსვლა დახვედრა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრანსპორტირება სასტუმროში.
• საუზმე სასტუმროში;
• ექსკურსია ძველ თბილისში. ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება: თბილისი საქართველოს დედაქალაქია და მისი უდიდესი ქალაქია. ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა V-ე საუკუნეში დაარსა, VI-ე საუკუნეში კი საქართველოს დედაქალაქად აქცია. თბილისი გამორჩეული ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თქვენ ეწვევით სამების საკათედრო ტაძარს, რომელიც ათასწლეულის ნაგებობად არის მიჩნეული. სამების ტაძარი უდიდესი მართმადიდებლური საკათედრო ტაძარია საქართველოსა და მთელს კავკასიაში, რომელიც ჯვარედინ–გუმბათოვანი და ცენტრალურ–გუმბათოვანი სისტემის ერთობლივ სინთეზს ქმნის. ეწვევით ღვთისმშობლის სახ. მეტეხის ტაძარს, რომელიც V-ე საუკუნეში დაარსდა, ხოლო XIII–ე საუკუნეში მოხდა მისი რესტავრაცია.შემდეგ ექსკურსია აბანოთუბანსა და ნარიყალას ციხეს (IVს) ქალაქის ერთ–ერთი უძველესი ციხე. შემდეგ შარდენის ქუჩის გავლით გასეირნება ვიწრო ქუჩებში, რომელთა გასწვრივ განლაგებულია ხალიჩებისა და სუვენირების მაღაზიები. მოვინახულებთ სიონს (VI-VIIს.ს) და ანჩისხატს (VIს). შემდეგ ექსკურსია ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ძველი ტრადიციული სახლების და კოშკების ნიმუშებია წარმოდგენილი. უკან დაბრუნებისას გამოვივლით რუსთაველის გამზირზე და ვეწვევით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სადაც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. დაბრუნება სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში.

მეორე დღე

• საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ახალციხეში.შემდეგ ვარძიაში გზად დაათვალიერებთ ხერთვისის ციხეს (IX–Xსს). ვარძია კლდეში ნაკვეთი კომპლექსია, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და XII– XIII საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი გიორგი მესამის და თამარ მეფის მეფობის პერიოდში აშენდა და გეგმის მიხედვით უნდა ყოფილიყო ქალაქი–ციხე, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა როგორც კარგად გl2ამაგრებული მონასტერი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სულიერ ცხოვრებაში. კომპლექსის შუა გულში ნახავთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, უამრავი ფრესკებითა და ხატებით. ღამისთევა სასტუმროში

მესამე დღე.

საუზმის შემდეგ გამგზავრება ბორჯომში. თვენ შეჩერდებით ბუნებრივი ბორჯომის წყლის დასაგემოვნებლად. თავისუფალი დრო დაეთმობა ექსკურსიას ბორჯომის პარკში გასასეირნებლად. გასინჯავთ ,,ბორჯომის“ ბუნებრივ მინერალურ წყალს.

მეოთხე დღე მეხუთე დღე

ბათუმი.
საუზმის შემდეგ ექსკურსია ,,მწვანე კონცხი“, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.) ბერძნულ–რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის .დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა ბათუმში.
საუზმის შემდეგ ექსკურსია ,,მწვანე კონცხი“, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.) ბერძნულ–რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის .დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა ბათუმში.

მეექვსე დღე
საუზმე სასტუმროში და ექსკურსია უძველეს დედაქალაქში ქუთაისში. ქუთაისი მეორე უდიდესი ქალაქია საქართველოში, რომელიც მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი დაახლოებით 40 საუკუნის წინ დაარსდა და წარსულში ქართული სახელმწიფროებრივი ერთეულის კოლხეთის დედაქალაქი იყო, სწორედ მას უკავშირდება ცნობილი მითი არგონავტებსა და ოქროს საწმისზე. ეწვევით ბაგრატის ტაძარს (XI–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა) და გელათის მონასტერს (XII–ე საუკუნე UNESCO–ს მემკვიდრეობა). სადილი ქართულ ტრადიციულ რესტორანში. შემდეგ ესტუმრებით მოწამეთა მონასტერს რომელიც ასევე კლდის პირას არის აგებული. შემდეგ ექსკურსია სათაფლიის კალსტრულ ღვიმეში, იგი ცნობილია იმით რომ აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი. დაბრუნება სასტუმროში.
ღამის თევა ქუთაისში.

მეშვიდე და მერვე დღე

საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ საქართველოში. მეღვინეებით განთქმულ კახეთის რეგიონში. დღეს ჩვენ ღვინის სადეგუსტაციო ტურს მოვაწყობთ კახეთის რეგიონში. ექსკურსია წინანდლის ღვინის სარდაფს და ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში. თელავის ღირშესანიშნაობები. თელავი კახეთის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. პირველი არქეოლოგიური აღმოჩენები თელავში ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ექსკურსია მეფე ერეკლე მეორეს რეზიდენციაში.შემდეგ ექსკურსია შუამთის მონასტერში (IV-XVI სს). შუამთა ერთი კომპლექსია, რომელიც სამი სხვადასხვა საუკუნეში აგებული ტაძრისაგან შედგება: იყალთოს მონასტერი იმ დროისთვის უდიდესი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი V-ე საუკუნეში დაარსდა. ღამისთევა თელავში.
გასეირნება წინანდლის ბაღებში. შემდეგ ექსკურსია ალავერდის (XI ს) და გრემის ტაძრებში (XVIს).
დაბრუნება თბილისში ღამისთევა სატუმროში.


მეცხრე დღე

საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ყაზბეგში.
თქვენ მოინახულებთ გერგეთის სამების ტაძარს. ტაძარი 2170 მეტრზეა აგებული. აქედან შესაძლებელია თვალი მოკრათ კავკასიის უმაღლეს ყაზბეგის მთას (5047მ). და დატკბეთ არაჩვეულებრივი ბუნებით და ხედებით მოეწყობა პიკნიკი ბუნებაში.
შემდეგ უძველეს დედაქალაქში მცხეთაში. (UNESCO-ს მემკვიდრეობა). მცხეთა საქართველოს უძველეს დედაქალაქსა და მის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა (ქალაქი 3000 წლისაა). ეწვევით ჯვრის მონასტერს (VI საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც XI–ე საუკუნეში აშენდა და რომელშიც ქრისტეს კვართია დამარხული. ორივე ტაძარი UNESCO–ს მემკვიდრეობას წარმოადგენს. შემდეგ ექსკურსია შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში რომელიც აშენდა შუა საუკუნეების პერიოდში. დაბრუნება თბილისში სატუმროში.
ტრანსფერი აეროპორტამდე.

ფასში შედის:
თვითფრინავის ავიაბილეთები;
- ღამისთევა სასტუმროებში;
- ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით;
- ტრანსფერი აეროპორტი /სასტუმრო/აეროპორტი;
- გიდის მომსახურება;
- საუზმე სასტუმროში;
ფასში არ შედის
- სამგზავრო დაზღვევა;
- სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომერი;.

დაგვიკავშირდით

ალ.ყაზბეგის გამზირი N19
iconiconicon
591 24 77 37
599 28 89 04
FreeCurrencyRates.com

ამინდის პროგნოზი

img ბორჯომი 0 - 8 °C
img ბაკურიანი -4 - 1 °C
img ბათუმი 11 - 16 °C
img თბილისი 2 - 4 °C
შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით