ღვინის ტური

პირველი დღე - დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტრანსპორტირება სასტუმროში.

ღამის თევა თბილისში  

მეორე დღე - საუზმის შემდეგ ექსკურსია ძველ თბილისში. ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება: თბილისი საქართველოს დედაქალაქია და მისი უდიდესი ქალაქია. ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა V-ე საუკუნეში დაარსა, VI-ე საუკუნეში კი საქართველოს დედაქალაქად აქცია. თბილისი გამორჩეული ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თქვენ ეწვევით სამების საკათედრო ტაძარს, რომელიც ათასწლეულის ნაგებობად არის მიჩნეული. სამების ტაძარი უდიდესი მართმადიდებლური საკათედრო ტაძარია საქართველოსა და მთელს კავკასიაში, რომელიც ჯვარედინ–გუმბათოვანი და ცენტრალურ–გუმბათოვანი სისტემის ერთობლივ სინთეზს ქმნის. ეწვევით ღვთისმშობლის სახ. მეტეხის ტაძარს, რომელიც V-ე საუკუნეში დაარსდა, ხოლო XIII–ე საუკუნეში მოხდა მისი რესტავრაცია.შემდეგ ექსკურსია აბანოთუბანსა და ნარიყალას ციხეს (IVს) ქალაქის ერთ–ერთი უძველესი ციხე. შემდეგ შარდენის ქუჩის გავლით გასეირნება ვიწრო ქუჩებში, რომელთა გასწვრივ განლაგებულია ხალიჩებისა და სუვენირების მაღაზიები. მოვინახულებთ სიონს (VI-VIIს.ს) და ანჩისხატს (VIს). შემდეგ ექსკურსია ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ძველი ტრადიციული სახლების და კოშკების ნიმუშებია წარმოდგენილი. უკან დაბრუნებისას გამოვივლით რუსთაველის გამზირზე და ვეწვევით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სადაც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში და დაბრუნება სასტუმროში.

ღამის თევა თბილისში

მესამე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ საქართველოში. მეღვინეებით განთქმულ კახეთის რეგიონში. გზად ქვაში ნაკვეთი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება. სადილი ტრადიციული კახური კერძებით. გამგზავრება სიღნაღში ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერება. სიღნაღი ყველაზე პატარა ქალაქი–მუზეუმია მთელს საქართველოში, რომელიც თავისი ღვინითა და ტრადიციული ხალიჩებით არის ცნობილი. ექსკურსია სიღნაღის მუზეუმში სადაც წარმოდგენილი არის არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. მუზეუმის ერთ–ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას კი ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია წარმოადგენს. ექსკურსია ბოდბის მონასტერში. 1 ივნისს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმ. ნინოს კაბადოკიაში შემოსვლის დღეს. მისი საფლავი სწორედ აქ, კახეთის რეგიონში, ბოდბის მონასტერშია. წმ. ნინო და მისი ვაზის ჯვარი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთ ყველაზე მოკრძალებულ წმინდანად და ქართული ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცა. ვახშამი ტრადიციულ ქართულ რესტორანში ღვინის დაგემოვნებით.

ღამის თევა სიღნაღში



მეოთხე დღე - საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით სოფელ წინანდალში. ექსკურსია შუმის ღვინის მუზეუმში და წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში. გასეირნება წინანდლის ბაღებში ღვინის დეგუსტაცია და სადილი ტრადიციული კახური კერძებით. შემდეგ ექსკურსია ალავერდის (XI ს) და გრემის ტაძრებში (XVI ს). ვახშამი რესტორანში და დაბრუნება სასტუმროში.

ღამის თევა თელავში



მეხუთე დღე - სადილის შემდეგ ექსკურსია თელავში. თელავი კახეთის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. პირველი არქეოლოგიური აღმოჩენები თელავში ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ექსკურსია მეფე ერეკლე მეორეს რეზიდენციაში. შემდეგ ექსკურსია შუამთის მონასტერში (IV-XVI სს). შუამთა ერთი კომპლექსია, რომელიც სამი სხვადასხვა საუკუნეში აგებული ტაძრისაგან შედგება: იყალთოს მონასტერი იმ დროისთვის უდიდესი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი V-ე საუკუნეში დაარსდა. შემდეგ ექსკურსია ლოპატას ტბაზე. თავისუფალი დრო ტბის ტერიტორიაზე და მასთან არსებულ კომპლექსში (შესაძლებელია თევზაობა, ნაოსნობა, ცხენებით გასეირნება). გამოსამშვიდობებელი ვახშამი და გამგზავრება თბილისში სასტუმროში.

ღამის თევა თბილისში



მეექვსე დღე - საუზმის შემდეგ ექსკურსია საქართველოს უძველეს დედაქალაქში მცხეთაში. (UNESCO-ს მემკვიდრეობა).მცხეთა საქართველოს უძველეს დედაქალაქსა და მის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა (ქალაქი 3000 წლისაა). ეწვევით ჯვრის მონასტერს (VI საუკუნე) სვეტიცხოვლის ტაძარს, რომელიც XI–ე საუკუნეში აშენდა და რომელშიც ქრისტეს კვართია დამარხული. ორივე ტაძარი UNESCO–ს მემკვიდრეობას წარმოადგენს. სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში. შემდეგ  ექსკურსია შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში რომელიც აშენდა შუა საუკუნეების პერიოდში. დაბრუნება თბილისში სატუმროში.

ღამის თევა თბილისში



მეშვიდე დღე - საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი აეროპორტამდე.




ფასში შედის

ღამისთევა სასტუმროებში
ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
ტრანსფერი აეროპორტი /სასტუმრო/აეროპორტი
გიდის მომსახურება
კვება რესტორნებში საუზმე სასტუმროში
მუზეუმის ბილეთები





ფასში არ შედის

თვითფრინავის ავიაბილეთები
სამგზავრო დაზღვევა
სხვა ალკოჰოლური სასმელები
სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომერი

დაგვიკავშირდით

ალ.ყაზბეგის გამზირი N19
iconiconicon
591 24 77 37
599 28 89 04
FreeCurrencyRates.com

ამინდის პროგნოზი

img ბორჯომი 0 - 8 °C
img ბაკურიანი -5 - 0 °C
img ბათუმი 11 - 16 °C
img თბილისი 2 - 4 °C
შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით