კახეთი

შვიდდღიანი მოგზაურობა ღვინის სამშობლოში


პირველი დღე– დახვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განთავსება სასტუმროში. ექსკურსაია ძველ თბილისში: ნარიყალას ციხე, აბანოთუბანი, მუზეუმი „ქარვასლა“.ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი. ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმი. ვახშამი ნაციონალურ რესტორანში და ღამისთევა თბილისში.

მეორე დღე - გამგზავრება ქ. თელავში (70 კმ). გზად ექსკურსია – შუამთის სამონასტრო კომპლექსში, განთავსება ქ. თელავის სასტუმროში. შემდეგ ქ. თელავში ღვინის ქარხანა „მარანის“ დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია. თელავში ერეკლე II–ს სასახლის დათვალიერება. ვახშამი რესტორან „შუამთაში“. ღამისთევა თელავში.

მესამე დღე – ექსკურსია გრემის სამონასტრო კომპლექსში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი. სადილი ყვარლის ტბაზე, ალავერდის ტაძარი, იყალთოს აკადემია. ღამისთევა თელავში.

მეოთხე დღე – გამგზავრება ქ. ლაგოდეხში, გზად ექსკურსია წინანდალში ალ. ჭავჭავაძის მამულის, სასახლის და ღვინის საცავების დათვალიერება. სადილი და ღვინის დაჭაშნიკება ოჯახურ მარანში, ქართული ტრადიციული სუფრა ხალხური სიმღერებით. ჩასვალა ლაგოდეხში, განთავსება სასტუმროში.

მეხუთე დღე – ექსკურსია ლაგოდეხის ნაკრძალში, პიკნიკი ბუნებაში, ღვინის მარნის დათვალიერება. ქართული სუფრის სამზადისში მონაწილეობის მიღება. ვახშამი და ღამისთევა ლაგოდეხში.

მეექვსე დღე – გამგზავრება ქ. სიღნაღში, დაბინავება სასტუმროში, ექსკურსია ბოდბის დედათა მონასტერში – წმ. ნინოს საფლავის მონახულება. გამოსამშვიდობებელი ვახშამი ნაციონალურ რესტორანში და ღამისთევა სიღნაღში.

მეშვიდე დღე – დაბრუნება ქ. თბილისში, საერთაშორისო აეროპორტში და გამგზავრება.


შენიშვნა:

ღვინის ტურში გათვალისწინებული იქნება ტურისტის ჩამოსვლისა და გამგზავრების დროები.

პაკეტში შედის:

· ტრანხპორტირება აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტში

· საქართველოს შიგნით ტრანსპორტირება

· გიდის მომსახურება

· განთავსება სასტუმროს ორადგილიან ნომრებში

· განთავსება საოჯახო სასტუმროებში

· სამჯერადი კვება

· მუზეუმის ბილეთების საფასური

· გამოსამშვიდობებელი ვახშამი საქართველოს ნაციონალურ რესტორანში

· ღვინის დეგუსტაცია.

პაკეტში არ შედის:

· ავიაბილეთების ფასი

· ერთადგილიანი ნომრის ღირებულება

· სხვა ალკოჰოლური სასმელები აღნიშნულის გარდა

· სამოგზაურო დაზღვევა

დაგვიკავშირდით

ალ.ყაზბეგის გამზირი N19
iconiconicon
591 24 77 37
599 28 89 04
FreeCurrencyRates.com

ამინდის პროგნოზი

img ბორჯომი 0 - 8 °C
img ბაკურიანი -4 - 1 °C
img ბათუმი 11 - 16 °C
img თბილისი 2 - 4 °C
შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით